ალასანია: ისტორიული მომენტი, რაც საქართველოს გაერთიანებას უკავშირდება სამეგრელოდან დაიწყება

ალასანია: ისტორიული მომენტი, რაც საქართველოს გაერთიანებას უკავშირდება სამეგრელოდან დაიწყება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფაიფურის დასახლეობაში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 
ალასანიამ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის განვითარებაში ასი მილიონის ჩადებასა და იაფი კრედიტების აუცილებლობაზე გაამახვილა.

„მიხარია, რომ ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, საზოგადოება ჩვენთან შესახვედრად მოდის. მათ აინტერესებთ ის ალტერნატივა, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს და რაც მთავარია, სჯერათ ამის. ძლიერი ზუგდიდი და სამეგრელო საქართველოს გამთლიანების წინაპირობა უნდა გახდეს“-განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მალე ზუგდიდი  მთელი საქართველოს სამაგალითო რაიონი გახდება.
მისი თქმით, ისტორიული მომენტი, რომელიც საქართველოს გაერთიანებას უკავშირდება სწორედ ამ რეგიონიდან დაიწყება.

დღესვე ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა  შეხვედრები ჭითაწყარსა და რუხში გამართა და ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.