საქართველო-რუსეთის საზღვარზე აყვანილი ყველა მძევალი  გათავისუფლებულია

საქართველო-რუსეთის საზღვარზე აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია.

მისივე ცნობით, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია. მათი დაკავების ოპერაცია გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეიარაღებული დივერსანტთა ჯგუფის გაუვნებელყოფა დღეს დილიდან მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს,  სამი მოქალაქე: შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე  გარდაიცვალა. 5 ადამიანი კი, დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა. დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, გრძელდება.