დავით ბაქრაძე: ქართული სახელმწიფო იცავდა  და  დაიცავს  ჩვენი მოქალაქეების  უსაფრთხოებას

დავით ბაქრაძე: ქართული სახელმწიფო იცავდა და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდპომარემ დავით ბაქრაძემ  ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იყონ მშვიდად, ქართული სახელმწიფო მათ უსაფრთხოებას იცავდა და დაიცავს.

„ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად, იმიტომ, რომ დღეს, განსხვავებით ათი წლის წინანდელისგან და განსხვავებით იმისგან, სადაც უნდათ ზოგიერთ ჯგუფებს ჩვენი მიბრუნება, დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შეიარაღებული ძალები, პოლიცია, ხელისუფლება და დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში. ამიტომ, რაც არ უნდა დიდი იყოს პრობლემა ან გამოწვევა, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად. ქართული სახელმწიფო იცავდა და დაიცავს მათ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.