ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი, ალყაში  მოქცეულია 6 დივერსანტი

ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი, ალყაში მოქცეულია 6 დივერსანტი

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების შედეგად ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი, ალყაში კი მოქცეულია 6 დივერსანტი.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამენ და უსამძიმრებენ გარდაცვლილების ოჯახებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.