ბიძინა ივანიშვილი: 30 აგვისტოს სერიოზულ და მკაცრ განცხადებას გავაკეთებთ

ბიძინა ივანიშვილი: 30 აგვისტოს სერიოზულ და მკაცრ განცხადებას გავაკეთებთ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილი 30 აგვისტოს „სერიოზული და მკაცრი“ განცხადების გაკეთებას აპირებს.

ამის შესახებ მან ამბროლაურში „ქართული ოცნების" აქციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ მიმართ უკანონობას კვლავ ახორციელებს და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ამის შეწყვეტას ის აპირებს. მისი თქმით, დაყადაღებულია მათი საბანკო ანგარიშები, რის გამოც ახალი საარჩევნო ატრიბუტიკის დაბეჭდვასაც ვერ ახერხებენ.

„ჩვენ მოგვაჭრეს ორივე ხელი. მიუხედავად ამისა, არჩევნებს ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ. დაელოდეთ 30 რიცხვს - ჩვენ გვექნება სერიოზული შეხვედრები საელჩოებთან და დამკვირვებლებთა და გავაკეთებთ სერიზოულ და მკაცრ განცხადებებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.