Toyota-ს ახალი რეკლამა: ტრანსექსუალი ბიკინებში (VIDEO)

Toyota-ს ახალი რეკლამა: ტრანსექსუალი ბიკინებში (VIDEO)

იაპონური ავტომობილის მწარმოებელი კომპანია Toyota თავის ახალ პროდუქტს, ხუთკარიან ჰეჩბეკ Auris-ის სარეკლამო კამპანიას სკანდალურად იწყებს. ვიდეორგოლში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა გადაღებულია 19 წლის ტრანსექსუალი მოდელი, სტავ სტრაშკო ისრაელიდან. სამი დღის განმავლობაში, ეს  ვიდეორგოლი, მხოლოდ  ინტერნეტპორტალ „Youtube”-ზე  ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

ვიდეორგოლში ჩანს ქერა ლამაზმანი წითელ ბიკინებში, რომელიც წითელი  Toyota Auris-სკენ სექსუალურად მიდის, შემდეგ ის ტრიალდება და აღმოჩნდება, რომ ეს ქერათმიანი ლამაზმანი სინამდვილეში ტრანსექსუალია.

რეკლამას უარყოფითი შეფასება არ მოჰყოლია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდ ეკრანებზე ის არ გავა.