რუსთაველებმა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატს შეუსრულებელი დაპირებები გაახსენეს

რუსთაველებმა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატს შეუსრულებელი დაპირებები გაახსენეს

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონის მცხოვრებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი შეხვდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა, დეპუტატობის კანდიდატს წარსულში მიცემული დაპირებები გაახსენა.

რუსთავალების თქმით, მათ დღემდე მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა აწუხებთ და აღნიშნავენ, რომ ის, რაც გაკეთდა უხარისხოა და ხელახლა რეაბილიტაციას საჭიროებს.

ნაცმოძრაობის დეპუტატი მათ ყველაფრის მოგვარებას დაპირდა, თუმცა მოსახლეობამ მას წინასაარჩევნო გეგმების გაცნობაზე უარი უთხრა.

„20 წლია ეს დაპირებები გვესმის, მაგრამ დღემდე არაფერი კეთდება. მარტო ერთ შეკითხვაზე გვიპასუხე: ამ ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ რამდენჯერ მოხვალთ ამ ტერიტორიაზე ჩვენი მდგომარეობის გასაგებად. ასეთი შეპირებები ისევ ისე შესრულდება, როგორც აქამდე სრულდებოდა“, - განაცხადა რუსთავის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

შეხვედრას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა გურგენიძეც ესწრებოდა.