პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხარაგაულს სტუმრობდა. ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დავით ბაქრაძემ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი წარადგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ხარაგაულში მამუკა ჭყოიძე იყრის კენჭს. კიდევ ერთი მაჟორიტარი დავით ბაქრაძემ წალენჯიხაში დაასახელა. ჩაის საწარმოში სტუმრობისას ბაქრაძემ ფაბრიკის პერსონალს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად წალენჯიხის რაიონში ბიზნესმენი ლევან ქარდავა წარუდგინა.