ამბროლაურის ცენტრში,პოლიციის გვერდით ერთ-ერთი შენობის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომრიანი მაისურები აცვიათ.
დასაქმებული პერსონალის განცხადებით,მათ არ იციან,თუ ვისი მითითებით აცვიათ მაისურები,რომლებზეც 5-იანია გამოსახული.
მუშები არ აკონკრეტებენ,რეალურად უჭერენ თუ არა მხარს ხელისუფლებას და ზედმეტი კომენტარებისგანაც იკავებენ თავს.
მათთვის, ასევე, უცნობია რა განთავსდება რეაბილიტირებულ შენობაში.
შეგახსენებთ, რომ არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოები დაახლოებით ორი კვირაა რაც მიმდინარეობს.