„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დეპუტატი მოსახლეობას ამჯერად ვაკეში შეხვდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და მათ კოალიციის სამომავლო გეგმები გააცნო.
მისი თქმით, ნებისმიერი სფეროს განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი ქვეყანას სათავეში საღად, ეროვნულად და პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა ეყოლება.
„ძალა, რომელიც იაზროვნებს სახელმწიფოებრივად და არა პირადი ინტერესების შესაბამისად და რომელიც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე წარმართავს თავის საქმიანობას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ავაშენოთ ეკონომიურად ძლიერი და სამართლებრივი სახელემწიფო, ჩვენ გავხდეთ ამ სამართლიანი საქართველოს თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქეები, ჩვენს შვილებს კი საცოვრებლად თავისუფალი გარემო დავუტოვოთ“, - განაცხადა მან შეხვედრაზე.
შალვა შავგულიძემ ყურადღება სიტყვის თავისუფლებაზეც გაამახვილა, რაც, მისი თქმით, დაუცველია.
,,ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მტკივნეულია ის უკანონო ქმედებები, რაც დღეს სასამართლოში ხდება,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ