აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კახი კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კახი კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო

ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.

 როგორც ბიუროში აცხადებენ, პირველ ჯერზე დაყადაღებული ქონების აღწერა დაიწყება.

 ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მასალების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ კახი კალაძე, 16 944 960  ლარით დაჯარიმა. ასევე დაყადაღდა მისი ქონებაც.

 ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.