ირაკლი ალასანია: ახალაიას დასახელებით ხელისუფლებამ ზუგდიდელებს არჩევანი გაუადვილა

ირაკლი ალასანია: ახალაიას დასახელებით ხელისუფლებამ ზუგდიდელებს არჩევანი გაუადვილა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ზუგდიდის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას  შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად როლანდ ახალაიას დასახელებით ხელისუფლებამ ხელისუფლებამ ზუგდიდელებს არჩევანი გაუადვილა.

„ხელისუფლებამ ზუგდიდელი მოსახლეობა ძალიან მარტივი გადაწყვეტილების წინაშე დააყენა. მთავარია საზოგადოებამ დაინახოს, რომ დღეს არის ის დრო, როდესაც საკუთარ ბედს იღებენ საკუთარ ხელში“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ცვლილებები გარდაუვალია და ამას ადასტურებს ზუგდიდსა და სხვადასხვა სოფლებში კოალიციის ლიდერების შეხვედრები.

რაც შეეხება თანაბარ საარჩევნო გარემოს, ალასანია აცხადებს, რომ ეს  დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერად იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები არჩევნების დღეს.

„საქართველოში იმდენი დამკვირავებელი ჩამოვა  წინასაარჩევნოდ, რომ ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაბედავს არჩევნების გაყალბებას. ამის გარანტიას მე გაძლევთ.“, - განაცხადა ალასანიამ.