„თბილისობის“  34-ე დღესასწაული

„თბილისობის“ 34-ე დღესასწაული

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით,  ტრადიციული „თბილისობის“ დღესასწაული წელს 34-ედ, 6-7 ოქტომბერს გაიმართება.  მეიდანზე დაიდგმება საწნახელი, აბანოთუბანში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ხილისა და ჩაის ფესტივალები, ავტოშოუ, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ახალგაზრდა პოეტების საღამო და ლიტერატურული კონკურსი "გალას" დაჯილდოვება,  საპატიო თბილისელებს ქალაქის მერი დააჯილდოვებს.

„თბილისობას“ გასულ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და  პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა.  1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 1995 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი- დედაქალაქის ისტორიული ნაწილი.