კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადებმა, რომლებიც აქამდე თელავში მუშაობდნენ, ლაგოდეხისა და გურჯაანის სოფლებში აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს.

  20 აგვისტოს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლები დაზიანდა.  სტიქიამ გაანადგურა ნათესებისა და მოსავლის დიდი ნაწილი. მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, მათ დიდ ნაწილს ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული და სახელმწიფოს დახმარების გარეშე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

მიხეილ სააკაშვილმა დაზარალებული სოფლები მოინახულა. პრეზიდენტმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაც მოიწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაბამისი დავალებებიც მისცა.

სააკაშვილმა კახეთის მოსახლოებასთან  რთველის საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქარხნებს მოსახლეობისგან ყურძნის ჩაიბარების განკარგულება უკვე მიღებული აქვთ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სტიქიის მიუხედავად, წელს სანიმუშო რთველი უნდა გაიმართოს.