„ახალი მემარჯვენეების“ ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ მნაცაკანიანი იქნება

„ახალი მემარჯვენეების“ ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ მნაცაკანიანი იქნება

„ახალი მემარჯვენეების“ სახელით ახალციხეში კენჭს გრიგოლ მნაცაკანიანი იყრის. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერმა, დავით გამყრელიძემ პირადად წარმოადგინა.

პარტიის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში მოსახლეობასაც შეხვდნენ. გამყრელიძის თქმით, "ახალმა მემარჯვენეებმა" მთელი წლის განმავლობაში ნაციონალური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სერიოზული მუშაობა გასწიეს, რათა არაქართველი მოსახლეობის ხმები მთლიანად მმართველი პარტიისგან არ კონტროლდებოდეს.

დღესვე, მან ახალქალაქელებს პარტიის საარჩევნო პროირიტეტებიც გააცნო და ქვეყანაში შექმნილ ვითრებაზე ესაუბრა.

"ახალქალაქის რაიონში სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია, მაგრამ იმის გამო, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მთელი ციკლის ჩატარება ოჯახებს ძალიან ძვირი უჯდება, ბევრი მიწა დაუმუშავებელი რჩება. ცუდ მდგომარეობაშია შიდა სასოფლო გზები და სარწყავი წყლის სისტემები. ახალქალაქის რაიონში და, ზოგადად, ჯავახეთში აქ მცხოვრებ ოჯახებს მძიმე პრობლემად აწვება უმუშევრობა და უშემოსავლობა და აქაური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არის გასული საშოვარზე", – აღნიშნა დავით გამყრელიძემ.