ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართული ოცნების

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართული ოცნების" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ოცნების" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.

 ასამბლეის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული „არაპროპორციული ჯარიმები, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას".

„ქართული ოცნების" საბანკო ანგარიშების დაყადაღება აფერხებს ოპოზიციური კოალიციის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში. „ეს შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ არსებობს არაერთი ბრალდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოების შესახებ და ასევე სანდო ორგანიზაციების, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ცნობები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ საკითხებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობას", - აცხადებენ თანამომხსენებლები