სოხუმი საქართველოს მოქალაქეს შეკვეთილ მკვლელობაში ადანაშაულებს

სოხუმი საქართველოს მოქალაქეს შეკვეთილ მკვლელობაში ადანაშაულებს

ოჩამჩირის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზურაბ თორაძის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თორაძეს ბრალად ედება აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელის ლიზბერტ ფოცხორ-ოღლის შეკვეთილი  მკვლელობა. მკველელობის შემკვეთებად საქართველოს მოქლაქეები არიან დასახელებული, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სახელი და გვარი არ ხმაურდება. თორაძეს ჩხრეკისას აღმოუჩინეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და  კალაშნიკოვის ავტომატი. ოჩამჩირის პროკურატურამ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ზურაბ თორაძე, რომელიც თბილისში ცხოვრობს ერთხელ ნასამართლევი უკვე იყო დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის გამო.