„Juicy Couture“ შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანია (VIDEO)

„Juicy Couture“ შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანია (VIDEO)

გაზაფხული/ზაფხულის მოდური სეზონი დასასრულს უახლოვდება, ცნობილი ბრენდები დროს არ კარგავენ და  შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს უკვე დიდი ხანია გვთავაზობენ. ცდილობენ ორიგინალური ჩვენებები, ფოტოსესიები და სარეკლამო რგოლები შემოგვთავაზონ, მათში კი, ცნობილი ტოპ მოდელები  ყოველთვის თამამად პოზირებენ.

ცოტა ხნის წინ, ტანსაცმლის და აქსესუარების მწარმოებელმა ბრენდმა  „Juicy Couture“ შემოგვთავაზა  შემოდგომა/ზამთრის ახალი კოლექციის სარეკლამო ვიდეო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20 წლის ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა კარლი კლოსმა.

შემოდგომა/ზამთრის კოლექციას მოდელი თამამი ჟესტებით უკეთებს რეკლამას. მისი პერსონაჟი თავდაჯერებული, ძლიერი გოგოა, რომელიც ყველა შემხვედრ მამაკაცს, რომლის ყურადღებასაც იპყრობს ფიზიკურად უსწორდება.

 რეკლამაში წარმოდგენილი ახალი კოლექცია ვიწრო ჯინსის შარვლებს, ტყავის ქურთუკებს, ბეწვის მოსასხამებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს მოიცავს.