მიხეილ სააკაშვილი: ჩვეულებრივად კი არა ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ

მიხეილ სააკაშვილი: ჩვეულებრივად კი არა ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ძალიან მაგრად“ უნდა გაიმარჯვოს.

ამის შესახებ მან ბათუმში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბარამიძის წარდგენისას განაცხადა.

"გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება, ამაზე საერთოდ არც ვფიქრობ, მაგრამ ჩვეულებრივად კი არა, ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ!" - ამის შესახებ ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. 

სააკაშვილის თქმით,  მოწინააღმდეგე არჩევნებისთვის კი არა, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება. " რა თქმა უნდა, ისინი დამარცხდებიან. ჩვენს უწმინდურ მოწინააღმდეგეს სხვა გეგმები აქვს, ის არა არჩევნებისთვის ემზადება, არამედ იმისთვის - რა მოხდება შემდეგ. ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა - ისე მაგრად უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები, რომ მერე აზრადაც არ მოუვიდეთ თითის განძრევა და თავისი უწმინდური ხელებით რაიმეს გაკეთება" - განაცხადა სააკაშვილმა.