გამოუსწორებელი მექალთანის საიდუმლო ქორწილი (VIDEO)

გამოუსწორებელი მექალთანის საიდუმლო ქორწილი (VIDEO)

გუშინ, ვაიომინგის შტატის მთიან რეგიონში კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი შეიქმნა. მარადიული სიყვარული ერთმანეთს ჯასტინ ტიმბერლეკმა და ჯესიკა ბილიმ შეჰფიცეს.

ცერემონია მდიდრულ სასტუმროში, ზუსტად იქ გაიმართა სადაც შარშან მათი ნიშნობა შედგა. „ქორწილი მოკრძალებული და ლამაზი იყო“,- წერენ პრესაში თუმცა ცერემონია საიდუმლოდ ჩატარდა და კომენტარი ამის შესახებ ჯერ, არც სიძეს გაუკეთებია და არც პატარძალს.

წყვილმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ გაიცნო. გარკვეული პერიოდი დაშორებულები იყვნენ, თუმცა ბოლოს მაინც შერიგდნენ. ჯასტინი დიდი მექალთანის სახელითაა ცნობილი, მას სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა  მუსიკისა და კინოს ვარსკვლავებთან, რომელთა შორისაც იყვნენ: ბიონსე, კამერონ დიასი და ბრიტნი სპირსი.