NDI-ის და  IREX-ის ხელმძღვანელები რეგიონალურ მედიაზე ზეწოლით შეშფოთებულები არიან

NDI-ის და IREX-ის ხელმძღვანელები რეგიონალურ მედიაზე ზეწოლით შეშფოთებულები არიან

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის“ ორგანიზებით რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა დღეს „თბილისი მერიოტში“ ხელისუფლების მხრიდან  ზეწოლის ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.

შეხვედრას  NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო, IREX-ის ჯი-ემ მედია პროგრამის ხელძღვანელი მით შელი,  IRI-ის და  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი, თუმცა „თბილისი მერიოტში“ მხოლოდ  უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი მივიდა.

რეგიონული მედიის ჟურნალისტების გნმარტებით მათზე ხშირად ხორციელდება ფიზიკური ზეწოლა, ხელი ეშლებათ ინფორმაციის მოპოვებაში.

   „გურია ნიუსის“, გაზეთ „რუსთავის ამბების“, „აჭარა P.S.“-ის, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“,  შიდა ქართლის ჟურნალისტებმა  მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები გააცნეს საზოგადოებას.

შეხვედრაზე აღინშნა, რომ დაუშვებელია, როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოა, ჟურნალისტებს მუშაობაში ეშლებოდეთ ხელი, ხელისუფლების წარმომადგენლები მათზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ინფორმაციის მოპოვებაში უშლიდნენ ხელს, მაშინ როცა ინფორმაციას თავისუფლად იღებენ სხვა არხის ჟურნალისტები.

რეგიონული მედიის ასოციაციის წარმომადგენელის ია მამალაძის განმარტებით, ისინი ითხოვენ ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფისა თუ მათზე განხორციელებული ზეწოლის ყველა ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. .

 IREX-ის ხელმძღვანელის მით შელის განმარტებით, საშიშია ის, რაც ხდება და შემაშფოთებელია, როცა ირღვევა ჟურნალისტების უფლებები.    

„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტებისგან ვისმენთ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. მე მგონია, რომ ის რაც ხდება ძალიან საშიშია. ალბათ ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ იმიტომ არ მოვიდნენ აქ, რომ მათ ამ კითხვებზე პასუხები არ აქვთ. ჩვენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს შეგვიძლია საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ და საერთაშორისო საზოგადოებას ვაცნობოთ ამ პრობლემების შესახებ“,- განაცხადა შელმა.

NDI-ის ხელძღვანელის ლუის ნავაროს განცხადებით  მათი ორგანიზაცია ძალიან აქტიურად მიაქცევს ყურადღებას მედიაში არსებულ სიტუაციას.   „ჩვენ შეფასებებს არ გავაკეთებთ მანამდე სანამ ყველა დეტალს დაწვრილებით არ გავეცნობით. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ხელისუფლება ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს დაბრკოლებების გარეშე იმუშაონ“,-აღნიშნა ნავარომ.

სხდომის მონაწილეები  ერთობლივი განცხადებას შეიმუშავებენ, რომლითაც დახმარებისთვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავენ.