ივანიშვილი: ყველას სჯერა, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან უბადრუკი საძაგლობებისა, აუცილებლად გავიმარჯვებთ

ივანიშვილი: ყველას სჯერა, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან უბადრუკი საძაგლობებისა, აუცილებლად გავიმარჯვებთ

ყველას სჯერა, რომ მიუხედავად იმ უბადრუკი საძაგლობებისა, რასაც ხელისუფლება ჩვენს მიმართ ახორციელებს, ძალიან მაგრად ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დიპლომატებს იმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც ხელისუფლება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში უკანონობის სახით მათ მიმართ ახორციელებს.

"ვუთხარით დიპლომატებს, რომ ჩვენი კოალიცია კარგად განვითარდა. ძალიან დიდია მოსახლეობის ნდობა და კარგია განწყობა. მათ ძალიან დაძაბულად ვუჩვენე ეს ვითარება და ვკითხე – რას ელოდებიან და ხმას რატომ არ იღებენ. ბევრი ფაქტი მოვყევი, მაგრამ განსხვავებული აქცენტები გავაკეთე. ყველას სჯერა, რომ მიუხედავად იმ უბადრუკი საძაგლობებისა, რასაც ხელისუფლება ჩვენს მიმართ ახორციელებს, ძალიან მაგრად ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.