ფოთში ეკა ბესელიასა და ლუის ნავაროს შეხვედრა გაიმართა

ფოთში ეკა ბესელიასა და ლუის ნავაროს შეხვედრა გაიმართა

ფოთში,  კოალიციის საარჩევნო შტაბის ოფისში “ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის"- NDI-ის  საქართველოს ოფისის დირექტორისა და  "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის ეკა ბესელიას შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა კონსულტაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ბესელიამ ამერიკელ დიპლომატს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.