„ტრანსფორმერების“ ვარსკვლავი ლარს ფონ ტრიერის „უცენზურო“ ფილმში ითამაშებს (VIDEO)

„ტრანსფორმერების“ ვარსკვლავი ლარს ფონ ტრიერის „უცენზურო“ ფილმში ითამაშებს (VIDEO)

ლარს ფონ ტრიერის ახალ „პორნოგრაფიული დრამა“  „ნიმფომანი“ უკვე ელოდება რეჟისორის კარიერაში ყველაზე სკანდალური ფილმის ტიტულს.

ფილმში, ერთ-ერთ, მთავრ როლს ასრულებს „ტრანსფორმერების“ 26 წლის ვარსკვლავი შაია ლაბაფი, რომელმაც MTV-ს სატელევიზიო ინტერვიუში, თამამად განაცხადა, რომ „ნიმფომანკაში“ ნამდვილი სექსით დაკავდება.

„სცენარის ტექსტზე ასეთი შენიშვნა იყო მიწერილი: მსახიობები ყველაფერს სინამდვილეში გააკეთებენ!   მე მზად ვარ ამისთვის. ვფიქრობ, ფილმის ყველა მსახიობი იგივე აზრზეა. ფილმში ისეთი კადრები იქნება, რომელსაც ცენზურა ეთერში არ გაუშვებს, ამიტომაც ჩაფიქრებულია, რომ ფილმის ორი ვარიანტი გამოვიდეს. ტრიერი ყველაზე სახიფათო ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. გული მიფანცქალებს და რაღაც განსხვავებულის მოლოდინში ვარ,  ამიტომაც დავთანხმდი. ვნახოთ რა გამოვა“,-ამბობს ლაბაფი.

როგორც ცნობილია, ტრიერის ახალ ფილმში ლაბაფთან ერთად ითამაშებენ მსახიობები: შარლოტა გინსბურგი, ნიკოლ კიდმანი, უილიამ დეფო და ა.შ.

ფილმი გაყიდვაში 2013 წელს გამოვა, თუმცა ის ორ დამოუკიდებელ ფილმად იქნება დაყოფილი. ერთი, რომელიც გაყიდვაში უნდა გამოვიდეს და მეორე, ცენზურის გარეშე.

შეგახსენებთ, ლაბაფი უკვე გადაღებულია ისლანდიური ჯგუფის Sigur Rós-ს თამამ ვიდეოკლიპში.