ცესკო: საარჩევნო სუბიექტები  უბნების მიხედვით დაყოფილ ამომრჩეველთა სიას ხვალ მიიღებენ

ცესკო: საარჩევნო სუბიექტები უბნების მიხედვით დაყოფილ ამომრჩეველთა სიას ხვალ მიიღებენ

საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილ ამომრჩეველთა სიას ხვალ მიიღებენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ხვალ, 22 აგვისტოდან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სია, სადაც ასახულია ცვლილებები მიმდინარე წლის  15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით” -,  აცხადებენ ცესკოში.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მიიღო.