თავდაცვის სამინისტრო კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩაერთო

თავდაცვის სამინისტრო კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩაერთო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში გუშინ საღამოს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო და აღმოფხვრით სამუშაოებში დაუყონებლივ ჩაერთო.

შესაბამისი უწყების ინფორმაციით, გუშინ ღამიდან მოყოლებული საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონი სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, მობილიზებულია საჭირო ტექნიკაც.

„სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ აღმოფხვრამდე დარჩება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.