ბერლინში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ბერლინში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ქართველი ემიგრანტები 7 სექტემბერს ბერლინში კოალიციის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

„კავკასიური კვლევების ცენტრი“  ქალაქის შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით, 7 სექტემბერს დღის 16:00 საათზე  საქართველოს საელჩოსთან გერმანიის დედაქალაქ ბერლინში  ატარებს დემონსტრაციას ლოზუნგებით „თანაბარი საარჩევნო პირობები, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთათვის“,  „სამართლებრივი სახელმწიფოსათვის საქართველოში“ და „შეწყდეს ტერორი საარჩევნო კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“.

ამ განცხადებას ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.