„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგისმორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგისმორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მორიგ, მეოთხე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ანგარიში 2012 წლის 3 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, რომელშიც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის, ზეწოლის, პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და სხვა ფაქტებია შესული.

ის ასევე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრებისა და მოქალაქეთათვს მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. 

აღნიშნულ მონიტორინგს ორგანიზაცია წინასაარჩევნო საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.