ცესკომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრად 41 მიანიჭა

ცესკომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრად 41 მიანიჭა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბლოკ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომრად 41 მიენიჭა, ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, რომელიც ცესკოს სხდომაზე იმყოფებოდა. 

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ წუთებში მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და კოალიცია "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომერი 7 წაართვა და მიანიჭა ნომერი 41", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ჯერ არ დასრულებულა და ამ წუთებშიც გრძელდება.