მაია ფანჯიკიძე: კოალიციას ჯერჯერობით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შემოთავზება არ ჰქონია

მაია ფანჯიკიძე: კოალიციას ჯერჯერობით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შემოთავზება არ ჰქონია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლებელია ტელეხიდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდეს.

კოალიცის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე From.ge-სთან აცხადებს, რომ კოალიციას ჯერჯერობით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შემოთავაზება არ ჰქონია და ეს  პასუხიც ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის დასმის შემდეგ გასცა.

„ ბრიფინგზე ერღ-ერთმა ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა-რას ეუბნებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ტელეხიდის გამართვის შესახებო, რაზეც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ სიამოვნებით ისაუბრებდა ქართულ მოსახლეობასთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეხიდის საშუალებით. თუმცა, მინდა განვაცხადო, რომ ჯერჯერობით არხისგან შეთავაზება არ მიგვიღია“,-განაცხადა ფანჯიკიძემ.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერის განცხადებით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ტელეხიდის საშუალებით მოსახლოების შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ეს იქნება ტელეხიდი მხოლოდ მოსახლეობასთან და არა ჟურნალისტებთან ან პოლიტიკოსებთან.

„მინდა აუცილებლად ავღნიშნო, რომ თუ მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ან თუნდაც მე-9 არხზე ამ ტელეხიდის ჩართვა, ეს იქნება ტელეხიდი მხოლოდ მოსახლეობასთან და არა ჟურნალისტებთან ან პოლიტიკოსებთან. თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ შესაძლებელია ტელეხიდი  უფრო ხშირადაც გაიმართოს, ვიდრე კვირაში ერთხელ, თანაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს, შესაძლებელია ტელეხიდი მე-9 არხზეც გაკეთდეს და შესაძლებელია საზოგადოებრივ მაუწყებელზეც“,-აცხადებს ფანჯიკიძე.