ნინო ბურჯანაძე: ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ოპოზიციას ერთიანი ფრონტით ებრძოლა

ნინო ბურჯანაძე: ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ოპოზიციას ერთიანი ფრონტით ებრძოლა

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით უნდა ებრძოლა. 

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ კომენტარში განცხადა, სწორედ ამ შემთხვევაში იქნებოდა შედეგისთვის მიღწევა.

„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ოპოზიციას ერთიანი ფრონტით ებრძოლა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანის მხრიდან ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია გაკეთდეს. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი არჩევნებზე უნდა მივიდს, თავისი პოზიცია გამოხატოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეიცვალოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ერთმანეთს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს. 

შეგახსენებთ, ივანიშვლისა და ბურჯანაძის შეხვედრა გუშინ გამართა.