ჩიორა თაქთაქიშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს  მოსახლეობას პრობლემებს  № 5-ით მოუგვარებს თუ სხვა ნომრით

ჩიორა თაქთაქიშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს მოსახლეობას პრობლემებს № 5-ით მოუგვარებს თუ სხვა ნომრით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, „საარჩევნო ნუმერაცია პასუხისმგებლობის მქონე ძალისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად იქცეს“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს  მოსახლეობას ჯანდაცვასთან, სოფლის მეურნეობასთან და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული პრობლემებს №5-ით მოუგვარებს, თუ სხვა ნომრით.

თაქთაქიშვილმა ასევე განცხადა, რომ გაუგებარია რატომ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ კოდექსის ის ნორმა, რომელიც დიდი ხანია, არსებობს.

„საარჩევნო კოდექსი ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ნომრის შენარჩუნების უფლება იმ ბლოკს აქვს, რომელში გაერთიანებული პარტიებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. მაგალითად, 2008 წლის საპარლმენტო არჩევნების დროს გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკმა №7 წილისყრით ამოიღო და მაშინ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. რაც შეეხება 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ამ არჩევნებთან მიმართებაში საკითხი განსხვავებულად რეგულირდება. ამ შემთხვევაში კი საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე. ზოგადად, როდესაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში ვმუშაობდით,  ოპოზიციის მხრიდან არაერთი მიმართულებით გამოითქვა პრეტენზია, თუმცა ბლოკებისათვის ნომრის მინიჭების თაობაზე დისკუსია არ გამართულა და გაუგებარია, დღეს რატომ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ კოდექსის ის ნორმა, რომელიც დიდი ხანია, არსებობს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.