„ახალი მემარჯვენეების“ ბოლნისის, ლენტეხის, ამბროლაურისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

„ახალი მემარჯვენეების“ ბოლნისის, ლენტეხის, ამბროლაურისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

"ახალმა მემარჯვენეებმა" კიდევ რამდენიმე რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბოლნისში "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობა ტოგონიძე დაასახელა; ლენტეხში კი, მირიან ლიპარტელიანი. 

როგორც პარტიაში აცხადებენ, მირიან ლიპარტელიანი 37 წლისაა, იგი ლენტეხის მკვიდრია. ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩაბმული მცირე ბიზნესში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

ამბროლაურში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი იქნება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროფესიით აგრონომი, გოჩა დონაძე. 
ბაღდათის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად კი ბენო გეგეჭკორი დასახელდა. იგი 28 წლისაა და "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია.