გიორგი გუგავა: ბურჯანაძისა და ივანიშვილის შეხვედრა პოლიტიკური დინოზავრების შეხვედრაა

გიორგი გუგავა: ბურჯანაძისა და ივანიშვილის შეხვედრა პოლიტიკური დინოზავრების შეხვედრაა

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ბიძინა ივანშვილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრას პოლიტიკური დინოზავრების შეხვედრა უწოდა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები ფერს და ტყავს პოლიტიკური კონიუქტურის შესაბამისად იცვლიან, მთავარია ქონება შეინარჩუნონ და ისინი ხვალ ასადის მოკავშირეებიც გახდებიან. 

„ბურჯანაძე და ივანიშვილი ერთი ბანდის წევრები არიან და არც გამკვირვებია, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. პოლიტიკური დინოზავრების შეხვედრა, ასე შეგიძლიათ დაარქვათ. როგორც შევარდნაძე-სააკაშვილის ნარჩენები შეყრილია ივანიშვილის კოალიციაში, ასევე შევარდნაძე-ასლან აბაშიძის ნარჩენები შეყრილია სააკაშვილის კოალიციაში. ეს ადამიანები ფერს და ტყავს პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად იცვლიან, ოღონდ ქონება შეინარჩუნონ და ხვალხვალ ასადის მოკავშირეებიც გახდებიან“,-აცხადებს გუგავა.    

გუგავას განცხადებით, მათ ყველამ- ივანიშვილმა, ბურჯანაძემ, სააკაშვილმა, შევარდნაძემ, ოქრუაშვილმა და ნოღაიდელმა პასუხი უნდა აგონ იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც ისინი წლების მანძილზე სჩადიოდნენ.