„ნაციონალურ მოძრაობას“ კომუნისტების დროიდან შემორჩენილ დანაზოგებს სწირავენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ კომუნისტების დროიდან შემორჩენილ დანაზოგებს სწირავენ

 „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოკველევებიდან დგინდება, რომ მმართველ პარტიას ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ან ქონებადაყადაღებული პირები წირავენ  თანხებს.

„შემომწირველთაგან 27 პირი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებულები, ხოლო 25 პირს კი, რომელთაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანხები შეწირეს, სახლი და სხვა ქონება იპოთეკით აქვთ დატვირთული. მათ  ჯამში 283 956 ლარით დააფინანსეს მმართველი პარტია“,-აცხადებენ სტუდიის ჟურნალისტები.

 „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ ჟურნალისტები „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ შემომწირველს ჰამლეტ ამისულაშვილსაც ვგაესაუბრნენ, რომელიც ამ დროისთვის არსად მუშაობს და აცხადებს, რომ   იგი კომუნისტობის დროიდან თანამდებობაზე მუშაობდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ის დანაზოგი შესწირა.

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 19 ივნისიდან 9 აგვისტომდე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 652-მა ადამიანმა გადაურიცხა თანხა. მათი შემოწირულობა ჯამში 14 414 134.1 ლარს შეადგენს.