ჩიორა თაქთაქიშვილი: დებატებში მონაწილეობას ბაქრაძე და მერაბიშვილი მიიღებენ

ჩიორა თაქთაქიშვილი: დებატებში მონაწილეობას ბაქრაძე და მერაბიშვილი მიიღებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი.

როგორც დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე მზად არიან, მთავარი პოლიტიკური ოპონენტების სიის პირველ ნომრებთან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან დებატებში მიიღონ მონაწილეობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. დებატებს არჩევნების წინ, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, თავისუფალი არჩევნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი მზად არიან, პროგრამა და ხედვები გააცნონ მოქალაქეებს, თუ როგორ აპირებენ პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელედებატებში მიხეილ სააკაშვილის გამოწვევას, თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ ამ დებატებში მონაწილეობას სწორედ ბაქრაძე და მერაბიშვილი მიიღებენ.