აშშ ავღანეთში ჯარისკაცებზე თავდასხმის ფაქტების ზრდით შეშფოთებულია

აშშ ავღანეთში ჯარისკაცებზე თავდასხმის ფაქტების ზრდით შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების კომიტეტების ხელმძღვანელი, გენერალი მარტინ დემპსი შეშფოებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის ფაქტების ზრდის გამო.

ნატოს შეიარაღებულ ძალებზე გუშინ განხორციელებული მორიგი თავდასხმა ერთი ჯარისკაცის სიკვდილით დასრულდა.

ბოლო  ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ალიანსის 10 მოსამსახურეა დაიღუპა.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამ, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის მოუწოდა, უფრო მეტი სიფრთხილით მოხდეს გასაწვევი ჯარისკაცების შერჩევა.