კახა კახიშვილი: ხელისულებამ კარგად იმუშავა ელჩებთან, რომ გრძელვადიანი მისიის ჩამოსვლა გაჭიანურებულიყო

კახა კახიშვილი: ხელისულებამ კარგად იმუშავა ელჩებთან, რომ გრძელვადიანი მისიის ჩამოსვლა გაჭიანურებულიყო

 საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ არ ჩანან,  არჩევნებამდე კი თვეზე ცოტა მეტი რჩება. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი from.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ როდესაც იცის, რომ მისიის წარმომადგენლები საქართველოში არიან და პროცესებს აკვირდებიან, შედარებით ფრთხილად მოქმედებს, მათი არ ჩამოსვლა კი მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს,

„ არჩვენებს სამი ტიპის მისია აკვირდება: პირველად ჩამოდის ეუთო-ს შეფასების მისია, შემდეგ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და ბოლოს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, მოკლევადიანი მისია, რომელიც  კონკრეტულად არჩევნების პროცესს აკვირდა. გრძელვადიანი და მოკლევადიანი  და შეფასების მისიის ანგარიშები საბოლოოდ  ერთიანდება, რის შედეგადაც არჩევნების  შეფასების დასკვნას ვიღებთ.  ქართულ საზოგადოებაში დიდი მოლოდიონი იყო, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლისა. გარდა იმისა, რომ იგი წინასაარჩევნო პროცესს და ამ პროცესის განმავლოაბში არსებულ დარღვევებს დააკვირდებოდა, იგი პრევენციის ხასიათსაც სშესძენდა წინასაარჩევნო კამპანიასა. როდესაც ხელისუფლებან იცის, რომ ეს მისია ყველაფერს იწერს, შედარებით ფრთხილად მოქმედებს“,-აცხადებს კახიშვილი.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მხრიდან ობირის გრძელვადიან მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, პროცედურები სპეციალურად, არასწორად დაიწყო, ან ელჩებთან კარგად იმუშავა.

 „იმისთვის, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, საჭიროა ეუთოს წევრ ყველა ქვეყანას ცალკე თხოვნა გაუგზავნო იმის შესახებ, რომ გამოუშვას მისის წევრი, რომელიც საარჩევნო პროცესებს დააკვირდება.

„ რაც უფრო გვიან ჩამოვიდოდა გრძელვადიანი მისია, მით უფრო ბევრს მოიგებდა ხელისუფლება. ორი მომენტია: ან პროცესურები სპეციალურად გაწელეს, რომ გრძელვადიანი მისია, რაც შეიძლება გვიან ჩამოსულიყი, ან ხელისულებამ კარგად იმუშავა იმ ელჩებთან, ვინც ამ საკითხს წყევტავს, რომ ამ მისიის ჩამოსვლა გაჭიანურებულიყო.

კიდევ ერთი მომენტია აქ  მნიშვნელოვანი. თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებამ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომ არეჩვნების  თარიღი მაისიდან ოქტომბრამდე გადაწია, ესეც სპეციალურად იყო გაკეთებული. ხელისუფლებამ სპეციალურად დაამთხვია ზაფხულის პერიოდი, რადგან ყველა ტიპის ევროპული ორგანიზაცია ზაფხულში ისვენებს და საქართველოში არჩვენების დაკვირვების გულისთვის, ისინი შვებულებიდან არ გამოვლენ“,-მიაჩნია კახიშვილს.

კახიშვილის განცხადებით, კარგია, რომ  ადგილობრივი  არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და ეს დაკვირვებები შემდგომ გადაეგზავნებათ მისიე, მთავრი კი მაინც, ქართველი ხალხის მხრიდან არჩევნების შეფასებაა.  

„ადგილობრივი არასამთვარობო ორგანიზაციები თუმცა, გრძელვადიანი მისია აქ რომ ყოფილიყო, ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამდენი დარღვევების დაშვებას.  მთავარი კი მაინც ისაა, როგორი შეფასება ექნება არჩვნებს ხალხის მხრიდან. თუ ვინემ ფიქრობს, რომ მის სათქმელს გრძელვადიანი და მოკლევადიანი მისი იტყვის, ძალიან ცდება. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მისიების შეფასებებიც და დასკვნებიც ყოველთვის დიპლომატიით გამოირჩევა-ნახსენებია არჩევნების როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები.  გავიხსენოთ, რომ 2003 წელსაც იგივე მისიამ დადო დსკვნა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული არჩევნები წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა,  თუმცა რევოლუვიის შემდეგ ერთი თვის თავზე კი ახალი დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც უკვე დარღვევებზე იყო საუბარი. ამიტომ, არჩვენების შედეგები  ჩვენი ხალხის შესაფასებელია“,-აცხადებს კახა კახიშვილი.