ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში კომბინატის დასახლების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში კომბინატის დასახლების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ზუგდიდში, კომბინატის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას ალასანიამ "ქართული ოცნების" პროგრამაზე ისაუბრა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. 

მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება  და დაიწყება ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა. ალასანია აცხადებს, რომ ისინი შეძლებენ შექმნან ისეთი ქვეყანა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შანსი, ქვეყნის განვითარების თანამონაწილე გახდეს.

„ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ჩვენიანებად და სხვისიანებად. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის მოქალაქეები, ერთი ქვეყნის შვილები, ერთი რაიონის, ერთი ქალაქის შვილები და მხოლოდ თანადგომით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის რეალურად წინ წაწევას. ეს ესმის ყველას და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა და ამ ხალხის წარმომადგენელი რომ ვიქნები პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.