პლასტიკური ოპერაციის შემდეგ უკრაინელ ქალბატონებს ყურები მოსძვრათ

პლასტიკური ოპერაციის შემდეგ უკრაინელ ქალბატონებს ყურები მოსძვრათ

უკრაინის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში პლასტიკური ოპერაციის შემდეგ პაციენტებს ყურები მოსძვრათ.

ორმა უკრაინელმა ქალბატონმა, რომლებიც სკოლიდან მეგობრობდნენ პლასტიკურ ქირურგს ყურის ფორმის კორექციის მიზნით მიმართეს. ქირურგის განცხადებით, ეს ოპერაცია სრულებითაც არ იყო რთული, რის გამოც  პაციენტებს დიდხანს არ უფიქრიათ და ოპერაცია დაუყივნებლივ ჩაიტარეს. სასურველი შედეგიც  მალევე მიიღეს. მათ ზუსტად ისეთი ფორმის ყურები ჰქონდათ, როგორზეც ოცნებობდნენ. სწორედ ამ დროს თავი უბედურებამ იჩინა, მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა და რამდენიმე დღის შემდეგ ქალბატონებს, ნაოპერაცევი ყურების ფხანა დაეწყოთ. ოთხდღიანი წვალების შემდეგ პაციენტებს ყურები გაუშავდათ და მოსძვრათ.

მომხდარზე ქალებმა ექიმს უჩივლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქირურგმა პაციენტებს ოპერაცია არასტერილიზებული ინსტრუმენტებით ჩაუტარა, რის შემდეგაც ის დააკავეს და სამედიცინო ლიცენზია ჩამოართვეს. ქალბატონებს, დაკარგული ყურების აღსადგენად რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუწიათ, თუმცა ამჟამად ისინი თავს კარგად გრძნობენ, ყურებიც ადგილზე აქვთ.