ზვიად ძიძიგური: რუსთავის აქციამ დაადასტურა, რომ კოალიციას საარჩევნოდ ალტერნატივა არ ეყოლება

ზვიად ძიძიგური: რუსთავის აქციამ დაადასტურა, რომ კოალიციას საარჩევნოდ ალტერნატივა არ ეყოლება

პოლიტიკური კოალიცია, „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, გუშინ, რუსთავში, გამართულმა აქციამ  დაადასტურა, რომ  კოალიციას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ალტერნატივა არ ეყოლება. ამის შესახებ მან, From.ge-ს განუცხადა.

ძიძიგურის თქმით, რუსთავის აქციაზე, კოალიციას, ამაღლებული განწყობა დახვდა.

მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ქალაქი ფაქტიურად დაცლილი იყო, აქციაზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა.

„ამ შეხვედრაზე დაახლოებით 12-13 ათასი რუსთაველი ბრძანდებოდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რუსთავში, ამ ეტაპზე, 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გამოდის, რომ აქციაზე ამ ქალაქის მოსახლეობის მესამედი მოვიდა.

ეს არის სერიოზული მუხტისა და მოტივაციის მაჩვენებელი. ვფიქრობ, რომ რუსთავში, ქვემო ქართლში და საერთოდ მთელს საქართველოში, პოლიტიკურ კოალიცია -„ქართულ ოცნებას“, საარჩევნოდ, ალტერნატივა არ ეყოლება“, - დასძინა მან.