გერმანიის დაზვერვას სირიელ აჯანყებულებთან კავშირში ადანაშაულებენ

გერმანიის დაზვერვას სირიელ აჯანყებულებთან კავშირში ადანაშაულებენ

გერმანულ დაზვერვას სირის აჯანყებულებთან კავშირში დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა Neue Osnabruecker Zeitung წერს.  პარტია „მემარცხენეების“ ლიდერმა ბერნდ რიკსინგერმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანული სამხედრო გემი-მზვერავი სამხედრო კონფლიქტის ზონაში იმყოფება, „მწვანეების“ ლიდერმა ჰანს-კრისტიან შტრიობლემ კი ხელისუფლებისგან მოითხოვა ანგარიში იმის შესახებ , ეხმარება თუ არა გერმანია სირიელ აჯანყებულებს. შტრიობლეს განცხადებით, ეს საკითხი ხელისუფლებამ  ბუნდესტანგს უნდა შეუთანხმოს.

სურათები გერმანული სამხედრო გემი-მზვერავის შესახებ გერმანულმა გამოცემამ  Bild am Sonntag-მა გამოაქვეყნა. გამოცემისვე ინფორმაციით, გერმანული დაზვერვა თურქულ ქალაქ ადანშიც შენშნეს, სადაც ნატოს ბაზაა განლაგებული.