„ქართული ოცნება“ მზადაა საარჩევნო ქცევის კოდექსს ხელი მოაწეროს

„ქართული ოცნება“ მზადაა საარჩევნო ქცევის კოდექსს ხელი მოაწეროს

საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ დეკლარაციაზე ხელმოსაწერად მზად არის. ამის შესახებ, კოალიციის პრეს-სპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბლოკი ოფიციალურად მოაწერს ხელს აღნიშნულ დოკუმენტს.

ფანჯიკიძის განცხადებით, 17 პუნქტიდან ბევრი არ სრულდება. იჭერენ კოალიციის მომხრეებს, მათზე, ზეწოლას და ტერორს ახორციელებენ. ამის მიუხედავად, ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ უერთდება და ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს.

კამპანიამ „ეს შენ გეხება“ სამართლიანად ჩათვალა 17 პუნქტიან დოკუმენტში ჩაემატებინა ერთი პუნქტი, რომლის შინაარსი შემდეგია - საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების ლეგიტიმურად მიჩნეულ შედეგებს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

თუმცა „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ ხელმოწერა უნდა მომხდარიყო მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ტექსტზე.