ბიძინა ივანიშვილი: არავითარი სერიოზული და კონფლიქტური სიტუაცია კოალიციაში არ არსებობს

ბიძინა ივანიშვილი: არავითარი სერიოზული და კონფლიქტური სიტუაცია კოალიციაში არ არსებობს

„ის მცირე გაუგებრობები, რაც არსებობს, იმითაა განპირობებული, რომ კოალიციაში ყველა თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიის ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს გამოთქვამდნენ სურვილს, რომ ერთ პარტიად გაერთიანებულიყვნენ.

კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი პარტია უნდა არსებობდეს და აღნიშნა, რომ არ შეიძლება საქართველომ ერთპარტიული პარლამენტი  კიდევ ერთხელ მიიღოს.

„მცირე გაუგებრობები ნებისმიერ ოჯახში შეძლება იყოს. რა თქმა უნდა, კოალიციაში შემავალი ყველა პარტია ცდილობს ადგილის დამკვიდრებას და ეს ნორმალურია. მიუხედავად გაერთიანების შესახებ სხვადასხვა იდეებისა, მინდა, რომ ყველა პარტიამ თავისი სახე შეინარჩუნოს და ისინი დამოუკიდებლები იყვნენ“ - განაცხადა ივანიშვილომადა პარტიებს კოალიციაში საკუთარი პოზიციების გამყარებისკენ მოუწოდა.

ივანიშვილის განცხადებითვე, მიუხედავად ამისა, არავითარი სერიოზული და კონფლიქტური სიტუაცია კოალიციაში არ არსებობს.