ივანიშვილმა თეთრიწყაროსა და თერჯოლის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალა.

ივანიშვილმა თეთრიწყაროსა და თერჯოლის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალა.

"ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თეთრიწყაროსა და თერჯოლის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალა. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშილმა აღნიშნულ რაიონებში ახალი  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

მისი თქმით, კოალიციის სახელით თეთრიწყაროში მამუკა აბულაძის ნაცვლად შალვა ხაჭაპურიძე იყრის კენჭს. თერჯოლაში კი ომარ ნიშნიანიძეს ზაურ გოგსაძე ჩაანაცვლებს.

"მაჟორიტარი კანდიდატების ცვლილებები დასრულებულია. მაჟორიტარობის კანდიდატის შეცვლას აღარ ვაპირებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

დღესვე, ივანიშვილმა ორი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატიც წარადგინა. ცაგერში "ქართული ოცნების" სახელით საპარლამენტო მანდატისთვის მამუკა ჩაჩხიანი იბრძოლებს, ხოლო ახალქალაქში - ლორიკ კარაპეტიანი.

მისივე განცხადებით, კოალიციას მაჟორიტარობის კანდიდატები ორ რეგიონში დარჩა წარსადგენი – ნინოწმინდასა და მარნეულში და აღნიშნა, რომ მათ ის უახლოეს დღეებში წარადგენს.