სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ კოჯორის და კიკეთის მოსახლეობა დააზარალა

სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ კოჯორის და კიკეთის მოსახლეობა დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, რომელიც ნახევარ საათს გაგრძელდა, კიკეთის, კოჯრის, დიდების დასახლების, ნაწილობრივ წავკისისა და ტაბახმელას მოსახლეობა დააზარალა.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ხეხილი, დაზიანდა ავტომანქანებიც.

გუშინ საღამოს ძლიერი წვიმა იყო თბილისშიც. წვიმას ზოგიერთ რაიონში თან ახლდა სეტყვაც. სეტყვისა და წყლის ძლიერი ნაკადის გამო გზაზე წარმოიშვა საცობები, სეტყვისგან დაზიანდა ავტომობილები.