ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია  გიგი წერეთელს და დავით ბაქრაძეს შეხვდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გიგი წერეთელს და დავით ბაქრაძეს შეხვდება

ეუთოს, საპარლამენტო ასამბლეის  ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდებიან. დელეგაციას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკარდო მილიორი ხელმძღვანელობს.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ხვალ, 21 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება.

22 აგვისტოს კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, წინასაარჩევნო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტონინო პიკულა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი და სხვები.