"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დღეს, პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიშში განხილულია პოლიტიკური პარტიების 2011 წლის ფინანსური დეკლარაციები.

„კვლევა სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: პირველი თავი მიმოიხილავს პოლიტიკური პარტიების შემოსავლებს, ხოლო მეორე თავი – ხარჯებს. ბოლო თავში შეჯამებულია კვლევის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, ასევე წარმოდგენილია არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, კვლევა პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.

წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაცია ორგანიზაციის ოფისში, 12:00 საათზე გაიმართება.