ცაგარეიშვილი რაიონის გამგებლებსა და პოლიციის მაღალჩინოსნებს აფრთხილებს

ცაგარეიშვილი რაიონის გამგებლებსა და პოლიციის მაღალჩინოსნებს აფრთხილებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი რაიონის გამგებლებსა და პოლიციის მაღალჩინოსნებს აფრთხილებს, რომ „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლას თავი დაანებონ.

From.ge-სთან საუბარში  ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ რაიონებში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები კონკრეტულ დავალებებს გამგებლებისგან და პოლიციის დანაყოფებისგან იღებენ.

„ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და მხარდამჭერები, რომელთა შორის ძირითადად ქალბატონები არიან, „შესაბამის დამუშავებას“ გადიან, რომ „ქართლი ოცნების“  აქტივისტები და მაჟორიტარობის კანდიდატები მწყობრიდან გამოიყვანონ. ამაში ერთვებიან ასევე ალისტრახოები და ვითომ ჟურნალისტები და თუ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მწყობრიდან გამოიყვანეს მათთვის პირდაპირ მიღწევაა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, იმ უბნებში სადაც ნაციონალურ მოძრაობას განსაკუთრებით უჭირს, პროვოკაციებსაც აწყობენ.

„ვაფრთხილებ ყველას, ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას და არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული. პროვოკაციის და უკანონობის ყველა ფაქტი ჩვენს  მიერ არის დაფიქსირებული და ყველა დამნაშავის კანონით დასჯა მოხდება“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.