არიზონა მიუზიმ Diane Von Furstenberg-ის ახალი კოლექცია წარადგინა (VIDEO)

არიზონა მიუზიმ Diane Von Furstenberg-ის ახალი კოლექცია წარადგინა (VIDEO)

Diane Von Furstenberg-ის შემოდგომა 2012-ის ახალი კოლექციის მთავარი გმირი 23 წლის ამერიკელი სუპერმოდელი არიზონა მიუზი გახდა.

გოგონამ ფოტოსესიაში მოდური კოლექცია ბრენდის აბრევიატურის (DVF) დიდი მეტალის ფორმების ფონზე წარადგინა. ფოტოსესიას მოდის ცნობილი ფოტოგრაფი კამილა აკრანსი ხელმძღვანელობდა.

ბრენდის მთავარი სიახლე, ახალ კოლექციაში, რომელსაც  Rendez-Vous ეწოდება სურეალისტური ჩანთები გახდა.

ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით არიზონას მდიდრული და ძლიერი იმიჯი, თითქოს სპეციალურად ლეგენდარული ბრენდის Diane Von Furstenberg-ისთვისაა შემნილი. „ამიტომაც გამოვიდა მთელი სარეკლამო კამპანია ასეთი ორიგინალური და მიმზიდველი,“-ამბობენ ისინი.